სოციალური ვიდეო
სპორტი "წყალთან ბრძოლაში"
ჯომარდობა საქართველოში, პოპულარული და ექსტრემალური სპორტის სახეობაა. სხვადასხვა რეგიონში, შეჯიბრი წყალზე 19 წელია, ყოველწლიურად ტარდება. ბორჯომი კი ჯომარდობის ტურნირებს 15 წელია მასპინძლობს. 2016-2017 წწ-ში ბორჯომში ჩატარდა საერთაშორისო ტურნირებიც. სოფელ ჩითახევში, მდინარე მტკვარზე დაშვების მაქსიმალური მანძილი 14კმ-ია.

აზარტის და ექსტრემის მოყვარულები, რომლებიც მდინარე მტკვარზე ეშვებიან, არიან როგორც ადგილობრივები, ასევე ქალაქის სტუმრები. სპორტის ეს სახეობა აერთიანებს როგორც გამოცდილ სპორსტმენებს, ასევე მოყვარულებს. მონაწილეებს შორის არიან ხშირი მეჯომარდეებიც. ბიძინა ხურცილავასთვის და დავით ბარდაძისთვის ნავში ჩაჯდომა და "წყალთან ბრძოლა", განტვირთვის ერთ-ერთი საშუალებაა, რასაც ხშირად მიმართავენ.

Print