სოციალური ვიდეო
უფუნქციო მემკვიდრეობა
ბორჯომის მინერალური წყლის საექსპორტო შენობა, რამდენიმე ათეული წელია უფუნქციოდაა დარჩენილი. აქ ხდებოდა მინერალური წყლის გაზირება და ჩამოსხმა, შემდეგ იფუთებოდა სხვა შენობაში და გადიოდა ექსპორტზე.

შენობას, რომელიც ბორჯომის ცენტრალურ პარკში მდებარეობს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. აქ დაზიანებულია ინფრასტრუქტურა და საჭიროებს აღდგენას.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, რომ ყოფილი ქარხნის შენობა არის "ბორჯომი - სამუზეუმო ქალაქის" პროექტის ნაწილი და იგეგმება მისი აღდგენა, თუმცა ჯერ-ჯერობით მისი პროექტი მზად არ არის. გამომდინარე აქედან, სააგენტოში, განხორციელების ვადების და ხარჯების დაკონკრეტება ამ ეტაპზე უჭირთ. 

მათი ინფორმაციით, მინერალური წყლების ყოფილი საექსპორტო შენობა გახდება ინდუსტრიული მუზეუმი და იქნება ღია სივრცე როგორც ადგილობრივებისთვის, ასევე ქალაქის სტუმრებისთვის.
Print