სოციალური ვიდეო
ბავშვები საკუთარ უფლებებზე
რა იციან მეორე, მესამე და მეოთხე კლასის მოსწავლეებმა ბავშვთა უფლებებზე და რისთვის სჭირდებათ პატარებს უფლებები. ბორჯომის N6 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეები საკუთარ უფლებებზე მოსაზრებებს გვიზიარებენ.

1 ივნისი ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეა.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მიერ 1989 წელს მიღებულმა „ბავშვის უფლებათა კონვენციამ“ შეცვალა ბავშვების აღქმაც და მათდამი დამოკიდებულებაც - ბავშვები არიან განსაკუთრებული უფლებების მქონე ადამიანები და არა ქველმოქმედების მხოლოდ პასიური ობიექტები. კონვენცია აღიარებს, რომ ბავშვებს განსაკუთრებული ზრუნვა და დაცვა სჭირდებათ.

ბავშვის უფლებათა კონვენცია საერთაშორისო დონეზე ბავშვის უფლებების პირველი კრებულია და სავალდებულოა, ეს უფლებები თითოეული ბავშვისთვის იყოს გარანტირებული. თითქმის ყველა ქვეყანამ მიიღო ეს კონვენცია: ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ შეთანხმებათა შორის ბავშვის უფლებათა კონვენცია ისტორიაში ყველაზე მეტი ქვეყნის მიერ არის რატიფიცირებული.
კონვენცია შედგება 54 მუხლისაგან და ის აყალიბებს ბავშვთა კეთილდღეობის მინიმალურ სტანდარტებს მათი განვითარების თითოეული ეტაპისთვის. ეს დოკუმენტი 18 წლამდე ყველა ადამიანს ეხება

საქართველო ბავშვის უფლებათა კონვენციას 1994 წელს შეუერთდა და იკისრა ვალდებულება, დაიცვას კონვენციით გათვალისწინებული უფლებები.


Print