სოციალური ვიდეო
რაში იყენებთ ტყეს?
საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით 40% ტყით არის დაფარული. სწორედ ტყე გამოყოფს ჟანგბადს და შთანთქავს ნახშიროჟანგს, გააჩნია ნიადაგდაცვითი და ქარდაცვითი ფუნქციები, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გარემოსთვის.
ასევე ტყეს გააჩნია რესურსი, რომლის გამოყენებაც ადამიანს სარგებელს მოუტანს. თუმცა მოქალაქეების დიდი ნაწილი მის ათვისებას მხოლოდ ერთი მიმართულებით ახდენს. ეს არის საშეშე და სამასალე მერქანი. ასე ფიქრობს ჩვენს მიერ გამოკითხული რესპონდენტების უმრავლესობა.
ტყის მრავალფუნქციურ გამოყენებას ითვალისწინებს ტყის ახალი კოდექსი. კანონპროექტის განხილვა საქართველოს პარლამენტში უახლოეს მომავალში იგეგმება.


Print
თეგები: ტყე /