სოციალური ვიდეო
ფუტკარზე შეყვარებული
კობა სარალიძე, უკვე 21 წელია მეფუტკრეობითაა დაკავებული. ფუტკრების მოვლა მხოლოდ იმიტომ დაიწყო, რომ შვილებისთვის ნატურალური პროდუქტი შეეთავაზებინა , შემდეგ ეს ყველაფერი მის საყვარელ საქმედ იქცა და დღემდე ვერ ელევა მწერებს.

პროფესიით კვების ტექნოლოგია, თუმცა მან და მისმა მეგობრებმა, რომლებსაც ფუტკრებისადმი სიყვარული აერთიანებდათ, სოფელ სადგერში კოოპერატივი დაახლოებით 4 წლის წინ ჩამოაყალიბეს და უკვე 2 წელია, რაც სახელმწიფო დაფინანსებას იღებენ, შეიძინეს სკები და აგრძელებენ ფუტკრების მოვლას. მიუხედავად ამისა, კობა სარალიძე თვლის, რომ მეფუტკრეებს მთავრობის ფინანსური დახმარება სჭირდებათ, რომ თაფლი საქართველოს ფარგლებს გარეთ გაიტანონ და აითვისონ ევროპის ბაზარიც.

კობა სარალიძე, თაფლის რეალიზებას ამჟამად მხოლოდ ბორჯომში ახერხებს და როგორც თავად ამბობს 1 კგ თაფლის გასაყიდი ფასი 20 ლარია. ფუტკრებს თავად უვლის მარტო, დედა და მეუღლე კი თაფლის რეალიზებაში ეხმარებიან.


Print