სოციალური ვიდეო
ბოლო ზარი სატვირთოს ძარაზე
ბორჯომის №3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, ბოლო ზარი განსხვავებულად აღნიშნეს. კურსდამთავრებულებმა, მსუბუქი ავტომობილები, ძველი სატვირთო მანქანით ჩაანაცვლეს. სატვირთო მანქანით მათ ქალაქის ქუჩები შემოიარეს.

როგორც თავად ამბობენ, სურდათ ორიგინალური და განსხვავებული ბოლო ზარი ჰქონოდათ, ამიტომ ეს საკითხი პოლიციის ინსპექტირების სამსახურთან გაიარეს, თუ რა სიჩქარით შეეძლებოდათ გადაადგილება.

კურსდამთავრებულებმა, სატვირთო მანქანით ქალაქის ქუჩები უსაფრთხოდ შემოიარეს და როგორც თავად ამბობენ, ოცნება აიხდინეს.
Print