სოციალური ვიდეო
მოგონებები ომიდან
მეორე მსოფლიო ომში 15 წლის ასაკში წავიდა, ოჯახის და საკუთარი სურვილით, 2 წლის წინ ამაყად იხსენებდა ფრონტზე გატარებულ წლებს და საკუთარ წვლილს ფაშიზმზე გამარჯვებაში. 

93 წლის სერგო ბარბაქაძეს, დაბა წაღვერში  სახლში, რომ ვესტუმრეთ და მისი ისტორიით დავინტერესდით გაეხარდა,  დაუზარელად მოგვიყვა რაც ახსოვდა. გულისტკივილით თქვა, რომ ძალიან ცოტანი დარჩნენ.

სამწუხაროდ დღეს უკვე ცოცხალი აღარ არის და 9 მაისისთვის წელს ტრადიციულად ვეღარ მოემზადება, ორდენებით და მედლებით დახუნძლულ, გახუნებულ პიჯაკით ბორჯომში  თავისიანების სანახავად, და გმირობის ისტორიების გასახსენებლად და მილოცვების მისაღებად ვეღარ  ჩამოვა.



Print