სოციალური ვიდეო
მკერავი ბიბლიოთეკაში
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭობისხევის ბიბლიოთეკაში უფროსკლასელები ჭრა-კერვას სწავლობენ. მეცადინეობა მცირე სათემო პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს. ბავშვებს საკუთარ გამოცდილებას სოფლის მკერავი ანაზღაურების გარეშე უზიარებს. სამომავლოდ აქ ფასიანი წრის ჩამოყალიბებაც იგეგმება, სადაც სწავლა ამავე სოფელში მცხოვრებ უფრო მეტ მოსწავლეს შეეძლება.
Print