სოციალური ვიდეო
ბორჯომის ერთადერთი მესაათე
მერაბ მელიქიძე უკვე 40 წელია, ბორჯომში მესაათედ მუშაობს. საათების დაშლა-აწყობით ბავშვობიდან იყო დაინტერესებული, შემდეგ საქმეს სერიოზულად მიუდგა და საათების შეკეთების საიდუმლოც გაიგო.

თავდაპირველად, აწყობდა ძველებურ საათებს. პროფესიით ელექტრიკოსმა, დროთა განმავლობაში, ახალი, თანამედროვე საათების მექანიზმიც შეისწავლა და დღემდე ყველა სახის საათის შეკეთება შეუძლია.

40 წლის მანძილზე, მერაბ მელიქიძეს, შეუკეთებია სხვადასხვა სახის 4000-მდე საათი. ბორჯომის ერთადერთ მესაათეს, ქალაქში თითქმის ყველა იცნობს.
Print