კურორტი ბორჯომი
პარკიდან პლატომდე - ბორჯომის საბაგირო
ბორჯომში თუ ყოფილხართ და საბაგიროთი პლატოზე არ ასულხართ და იქიდან არ გადმოგიხედავთ ე.ი ბორჯომი არ გინახავთ - ასე ამბობენ ბორჯომში

საბაგირო გზა ბორჯომის პარკს, ქალაქის ერთ-ერთ მაღალ წერტილთან, პლატოსთან აკავშირებს. ორბაგირიან ხაზზე  ვაგონი 1962 წლიდან მოძრაობს, 90-იან წლებში განადგურებული საბაგიროს ახალი სიცოცხლე, 2006 წლიდან დაიწყო. ახალი ვაგონი თბილისის 31-ე ქარხანაშია აწყობილი.

  • საბაგიროს ორ სადგურს შორის მანძილი 376 მეტრია

  • ამ მანძილს ვაგონი 3 წუთში ფარავს

  • მიწიდან კაბინამდე ყველაზე მაღალი წერტილის სიმაღლე 116 მეტრია

  • ერთდროულად საბაგიროს 25 ადამიანი გადაჰყავს.


ნახეთ როგორ მუშაობს ბორჯომის საბაგირო და ულამაზესი ხედი პლატოდან.



Print