სოციალური ვიდეო
ცხოვრება სიყვარულით
ოლია და გრიგოლ გელაშვილები ერთად 67 წელია ცხოვრობენ. ერთმანეთი თბილისში, კოლეჯში სწავლისას გაიცნეს. გრიგოლ გელაშვილმა მომავალ მეუღლეს თვალი დაადგა და შემდეგ საკუთარ გრძნობებში გამოუტყდა. ოჯახი სიყვარულით შექმნეს და დღემდე უფრთხილდებიან ერთმანეთს.

გრიგოლი წლების მანძილზე, რველში, ხორცკომბინატში მუშაობდა. ოლია კი დღემდე დიასახლისია. ჰყავთ 3 შვილი, 5 შვილიშვილი და 8 შვილთაშვილი. შვილები დაოჯახებულები არიან და მოხუცი ცოლ-ქმარი სოფელ ვარდგინეთში, ორსართულიან სახლში მარტო ცხოვრობს, თუმცა ოჯახი ერთად ხშირად იკრიბება.

92 წლის გრიგოლი და 88 წლის ოლია, ყოველდღე ერთმანეთის იმედად არიან და წუთისოფელს სიყვარულით ატარებენ.


Print