სოციალური ვიდეო
ჩხირკედელა მეგობრები
ნიკუშა ლომიძე და მიშიკო მჭედლიშვილი თანამედროვე მაკეტებს უკვე 3 წელია აწყობენ. ბორჯომის N3 საჯარო სკოლაში მათ ნამუშევრებს გაკვეთილის ახსნის დროს იყენებენ. მოსწავლეები მაკეტების შექმნით „ახალგაზრდა მკვლევართა კლუბში“ გაწევრიანების შემდეგ დაინტერესდნენ. მათი ერთ-ერთი მასშტაბური ნამუშევარი ჰიდროელექტროსადგურის მაკეტია, რომელიც ფუნქციონირებს და ელექტროენერგიას გამოყოფს.
„ახალგაზრდა მკვლევართა კლუბში“ გაწევრიანებამ მიშიკოს მომავალი პროფესია განსაზღვრა. ის ტექნიკური უნივერსიტეტის ენეტგეტიკის ფაკულტეტის სტუდენტია. ნიკა აბიტურიენტია და სამედიცინოზე ჩაბარებას აპირებს, თუმცა ინოვაციური მაკეტების შექმნას მომავალშიც აპირებს.


Print