სოციალური ვიდეო
რაგბი ფეხბურთის მოედანზე
ბორჯომში რაგბის გუნდი ფეხბურთის მოედანზე ვარჯიშობს. იმის გამო, რომ რაგბის მოედანი ბორჯომში არ არის, სპორტსმენებს ფეხბურთელებთან ერთად უწევთ ვარჯიში. ფეხბურთის მოედნის მწვანე საფარი დაბალია, რაც რაგბის თამაშის დროს ტრავმების ალბათობას ზრდის.

ბორჯომის რაგბის კლუბის ხელმძღვანელი იმედოვნებს, რომ უახლოეს მომავალში სპორტის ამ სახეობას საკუთარი მოედანი ექნება.

კლუბში ამ დროისთვის 30 სპორტსმენი ვარჯიშობს. გუნდი მეორე ლიგაში ითამაშებს.


Print
თეგები: ბორჯომი / რაგბი /