სოციალური ვიდეო
დეკორაციები "ჯიბეში"
თეატრალური "ჯიბე" დეკორაციებს ვეღარ იტევს და საჭიროებს გაფართოებას.


"ჯიბე" დიდი მოცულობის საცავია, სადაც ამ დროისთვის ბორჯომის თეატრის 16 სპექტაკლის დეკორაცია დაშლილ მდგომარეობაში ინახება. ეს ყველაფერი არის სცენის მიღმა და მაყურებლისთვის შეუმჩნეველია.

დეკორაციები, თითოეული სპექტაკლისთვის სპეციალურად იქმნება. სამხატვრო სტუდიაში, მხატვარ-დეკორატორის მიერ ჯერ ესკიზი მზადდება, შემდეგ კი ხდება დეკორაციების აწყობა. პრემიერის შემდეგ, ხდება მათი მსუბუქი დემონტაჟი და მოთავსება "ჯიბეში".

არასაკმარისი ფართის პრობლემა ადგილობრივი თვითმმართველობისთვის ნაცნობია. წლის ბოლომდე, იგეგმება შიდა სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება იმ შენობაში, სადაც სახალხო თეატრია განთავსებული. სწორედ ამის შემდეგ არის გათვალისწინებული, შესაბამისი მოცულობის "ჯიბის" მოწყობა.
Print