ავთანდილ და ამირან წითლანაძეებს ბორჯომში ყველა იცნობს. ტყუპი ძმები
ბორჯომში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მუშაობენ. მათი
ამ სფეროში მუშაობა 28 წელს ითვლის.
სახანძრო განგაშზე თითქმის ყოველთვის ერთად გადიან. ხანძრის ქრობის
დროსაც გვერდიგვერდ არიან და ერთმანეთს უფრთხილდებიან. უერთმანეთოდ
ცხოვრება ვერ წარმოუდგენიათ.
მსგავსების გამო ხშირად ერთმანეთისგან ახლობლებიც ვერ არჩევენ.
არაერთხელ ყოფილან კურიოზულ სიტუაციაშიც.