სოციალური ვიდეო
საოჯახო თონის პური
ბორჯომში, თონის პურს, და-ძმა, მზია და გურამ დილებაშვილები აცხობენ. მუშაობას დილის 6 საათიდან იწყებენ და საღამოს 7 საათზე ამთავრებენ. დღეში 150-მდე პურს აცხობენ.

გურამმა 15 წლიდან, სიძისგან ისწავლა ცხობა. მზია გაყიდვაში ეხმარება და ალაგებს საცხობს. საოჯახო ბიზნესში, და-ძმასთან ერთად ჩართულია, მზიას მეუღლე და შვილი. ოჯახი ცხინვალიდან არის და ბორჯომში დასახლდა. ქალაქში ამჟამად 2 საცხობი აქვთ.
Print