სოციალური ვიდეო
ფერადი ხელთათმანებით მოყოლილი სპექტაკლები
ბორჯომის სახალხო თეატრში, მსახიობის სათქმელს ხელთათმანი ამბობს. თითოეული ფერის ხელთათმანს, სპექტაკლებზე, შესაბამისი დატვირთვა აქვს. ისინი გადმოსცემენ მსახიობის ემოციას, გრძნობას, რეაქციას და მის შინაგან სამყაროს. სოციალურ ვიდეოში გაიგებთ, რომელ ფერს, რა დროს გამოიყენებს თეატრის დასი.

აღსანიშნავია ისიც, რომ 27 მარტს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, თეატრის საერთაშორისო დღე აღინიშნება. დღის აღნიშვნა 1961 წელს გადაწყდა თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის კონგრესზე. თეატრის მოღვაწეებს მაშინ გაუკვირდათ კიდეც, რაოდენ უყოყმანოდ შეუერთდნენ ამ გადაწყვეტილებას საბჭოთა თეატრის ჩინოვნიკები. თუმცა იმხანად ქვეყანაში მნიშვნელოვანი ცვლილებები ხდებოდა. თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტში საბჭოთა კავშირი 1959 წელს გაწევრიანდა და მაშინვე მოაწერა ხელი თეატრის კონვენციას, რომელიც თეატრალური კონტაქტების გაუმჯობესებას, სხვადასხვა ქვეყანაში ერთობლივი სპექტაკლების დადგმას ითვალისწინებს. რაც შეეხება საქართველოს, ქართული თეატრის დღეს 14 იანვარს ზეიმობენ.



Print