სოციალური ვიდეო
როგორ ცხვება თხელი ლავაში
თხელი ლავაში საფუარის გარეშე, ასე გამომცხვარ პურს „სომხურ ლავაშსაც“ უწოდებენ. მას სომხურ თემში აქტიურად აცხობენ.

ხაშურელმა დავით მჭედლიშვილმა ლავაშების ცხობა 12 წლის წინ დაიწყო. ერევანში მეგობრის ოჯახში სტუმრობისას, მეუღლის რჩევით, პურის ცხობის ტექნოლოგია ისწავლა და საქართველოში დაბრუნებულმა პირველი ლავაში გამოაცხო.

თავიდან ცხობა 3-5 კილოგრამი ფქვილით დაიწყო, ნელ-ნელა წარმოება გააფართოვა და ახლა დღეში 1000-მდე ლავაშს აცხობს. სიფრიფანა ლავაშებით კი სამ ქალაქს ამარაგებს.



Print