სოციალური ვიდეო
შემოსავალი ყოჩივარდებით
ბორჯომი-თბილისის ცენტრალურ მაგისტრალზე 12 წლის ფიქრია ყვავილებს ჰყიდის. იებს, ენძელებს და ყოჩივარდებს დედასთან და და-ძმასთან ერთად კრეფს. ყვავილების შეკონვაში და გაყიდვაშიც ბავშვებს დედა ეხმარება.

ოჯახს სოციალური დახმარება 5 წლის წინ მოეხსნა. ყვავილების გაყიდვა გასულ წელს დაიწყეს. შემოსავალი მცირეა, მაგრამ ცდილობენს საჭმელიც იყიდონ და ბავშვებმა სურვილებიც აისრულონ.

გაკვეთილების შემდეგ მაგისტრალზე დგომა დღეში 4-5 საათის განმავლობაში უწევთ. დასვენების დღეებში კი ცდილობენ აქ მეტი დრო გაატარონ, რომ უფრო მეტყი ყვავილი გაყიდონ.






Print