სოციალური ვიდეო
დედების ანსამბლი
დედების ანსამბლი "ნენანა", ბორჯომში 7 წელია სცენაზე დგას. ფოლკლორულ ანსამბლში ქართულ ხალხურ სიმღერებს მღერიან, უკრავენ საკრავებზეც. დედებთან ერთად შვილებიც მღერიან, ხანდახან ხელსაც უშლიან.

ბორჯომის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში ჩაატარეს 3 სოლო კონცერტი. მღერიან ქალაქგარეთაც. "არტ-გენი_ - ის ფესტივალია, სადაც მონაწილეობა "ნენანას" მთავარი მიზანია.
Print