სოციალური ვიდეო
დედის და სამი ბიჭის ოცნებები
34 წლის ნესტან გენგაშვილი სამი შვილის დედაა. სოციალურად დაუცველი ოჯახი, სოფელ ჭობისხევიდან არის. ბავშვების დედა უკვე 13 წელია, რაც მეუღლესთან და ბავშვებთან ერთად გაჭირვებაში ცხოვრობს. 22 წლის იყო, როდესაც დედობა შეიგრძნო და დღემდე ზრუნავს შვილების კეთილდღეობაზე. 5 წლის გიგას, 8 წლის საბას და 12 წლის გიორგის მთავარი ოცნება გაჭირვებიდან თავის დაღწევა და ლამაზი, ფერადი სახლის აშენებაა.

3 მარტს, დედას თავიანთ ნახატებს და სხვადასხვა საჩუქარს ჩუქნიან. დედის სითბოს და მზრუნველობას განსაკუთრებულად გრძნობენ და ცდილობენ, თავადაც დაეხმარონ საოჯახო საქმეების კეთებაში. როგორი დედაშვილობაა გენგაშვილების ოჯახში და რა არის დედის და სამი ბიჭის ოცნებები, ნახეთ ვიდეოში.
Print