სოციალური ვიდეო
თოჯინების სამზარეულო

ბორჯომელი რევაზ ხაჩიძე პატარების საყვარელ პერსონაჟებს საკუთარი ხელით ქმნის.

თოჯინის გაკეთება მისთვის არავის უსწავლებია, პლასტელინისგან ფიგურების ძერწვით დაიწყო და დღეს ყველანაირ მასალას იყენებს, რაც ხელში მოჰყვება. თითოეული ახალი ხასიათის შექმნას დიდი ნებისყოფა და დრო სჭირდება. რევაზ ხაჩიძის სამზარეულოში საჭმლის ინგრედიენტებთან ერთად იპოვით თაბაშირს, პლასტელინს, ნაჭრებს, რკინას და კიდევ უამრავ რამეს, იმიტომ, რომ ეს თოჯინების სამზარეულო-სახელოსნოა.

 


Print