სოციალური ვიდეო
მეეზოვე
მაშინ როდესაც ქალაქს ჯერ კიდევ ძინავს, 73 წლის ფელიქს თიბილოვი მუშაობას იწყებს.
ყოველ დილით, 6-7 საათზე მეეზოვე, სამუშაო იარაღებს იღებს და ქალაქის ცენტრალურ ქუჩას ასუფთავებს. მისი საქმე კი მაშინ მთავრდება, როცა სხვების სამუშაო საათები იწყება.

ამბობს, რომ დილით მუშაობა მისთვის ვარჯიშია. დასუფთავების სამსახურში ერთი წელია მუშაობს.

73 წლის ფელიქს თიბილოვს, სხვადასხვა სამსახურში მუშაობის 51 წლიანი გამოცდილება აქვს. 22 წლის იყო როდესაც ქარხანაში მივიდა და იქ რამდენიმე ათეული წელი იმუშავა.



Print