სოციალური ვიდეო
ბავშვები ტიხრული მინანქრის სტუდიიდან
ბორჯომელი ბავშვები ტიხრულ მინანქარზე მუშაობას ბორჯომის მოსწავლე- ახალგაზრდობის სახლში ეუფლებიან. აქ ერთ-ერთ ოთახში სახელოსნოა მოწყობილი. უფროსკლასელებს ომარ სხულანძე მინანქრის უძველესი ტექნოლოგიით დამზადებას ასწავლის.

როგორც პედაგოგი ამბობს, ბაზა და თანამედროვე აღჭურვილობა სტუდიას არ აქვს, ინტერნეტი აქვთ, მაგრამ კომპიუტერი არა, თუმცა ბავშვები მაინც ხალისით დადიან და ამ სტუდიაში დიდ დროს ატარებენ.
ვიდეოში ნახავთ როგორ მუშაობენ მინანქარზე ბორჯომელი მოსწავლეები.


Print