სოციალური ვიდეო
რას შეცვლის საქართველოში ქალი პრეზიდენტი
ქვეყნის ისტორიაში, საქართველოს პირველად ჰყავს ქალი პრეზიდენტი, რომელიც „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი დამოუკიდებელი კანდიდატია. სალომე ზურაბიშვილის არჩევა 6 წლის ვადით მოხდა.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ფიცს თელავში დადებს. ინაუგურაცია 16 დეკემბერს, 15:00 საათზე თელავში, ერეკლე მეორის სასახლეში გაიმართება.


კითხვაზე, რას შეცვლის საქართველოში ქალი პრეზიდენტი - ბორჯომში გამოკითხულთა პასუხები არაერთგვაროვანია. ტელეკომპანია "ბორჯომის" გადამღებმა ჯგუფმა ეს კითხვა ქალაქის ყველა უბანში, 40-მდე რესპონდენტს დაუსვა.
Print