სოფელ სადგერში ირა და მიხეილ მელიქიძეები ნახევარ საუკუნეზე მეტია
ერთად ცხოვრობენ. ცოლ-ქმარს მონაწილეობა ყველა არჩევნებში აქვს
მიღებული.
ბოლო ორი წელია რაც ირა მელიქიძესთან სახლში საარჩევნო ყუთი მოდის,
მისი ქმარი კი საარჩევნო უბანზე ყოველთვის თავად მიდის. ხანდაზმული
წყვილი არჩევნების მნიშვნელობაზე საუბრობს.