რამდენად რეალურია ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის შეჩერება - ინტერვიუ ივანე ჩხიკვაძესთან
15:21 / 10.10.2024
რამდენად რეალურია
ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხი, რას დაკარგავს საქართველოს
თითოეული მოქალაქე უვიზო მიმოსვლის გაუქმებით,რა სიკეთეები და შესაძლებლობები
ახლავს თან ვიზალიბერალიზაციას, რას აკეთებს და რას უნდა აკეთებდეს
საქართველოს ხელისუფლება ვიზალიბერალიზაციის პროცესის შესანარჩუნებლად
- ამ კითხვებზე სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის
პროგრამის მენეჯერი ივანე ჩხიკვაძე პასუხობს.
"ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა არ აქვს ბევრ ქვეყანას,
მაგალითად ჩვენს მეზობელ ქვეყნებს, არ აქვთ ამის შესაძლებლობა.
შესაბამისად, ეს არის დიდი სარგებელი რაც მოიტანა საქართველოს
ევროკავშირში ინტეგრაციამ. "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში დარჩენის
და იგივე დამოკიდებულების შემთხვევაში, ბუნებრივია, ის რაც გვაქვს და
რაზეც ვსაუბრობთ, ძალიან დიდი საფრთხის წინაშე დგება მინიმუმ და
მაქსიმუმ, შეიძლება დავკარგოთ ეს ყველაფერი" - განაცხადა
ივანე ჩხიკვაძემ. ნახეთ სრული ვიდეო ინტერვიუ.