სოციალური ვიდეო
სინამდვილეში ყველამ ვიცით, რომ ევროპა არის კეთილდღეობა - სოსო ბერიკაშვილი
როგორია ის ეკონომიკური სარგებელი, რომელიც შეიძლება საქართველომ და ქართველმა ხალხმა მიიღოს ევროკავშირში გაწევრიანებით?
ეკონომისტი - სოსო ბერიკაშვილი განმარტავს.

ევროკავშირის ყველაზე ღარიბი ქვეყანა, ორჯერ მდიდარია საქართველოზე, ჩვენთან 60 წლის ასაკში ადამიანები მოხუცებად ითვლებიან და ვერაფერს მნიშვნელოვანს ვერ აკეთებენ, ევროპაში ვხედავთ როგორ მოგზაურობენ 70-80 წლის ადამიანები და როგორ ბედნიერად ცხოვრობენ, მათ აქვთ ღირსეული ცხოვრება და ღირსეული სიბერე.

ევროპაში ჯანდაცვის სისტემაა იმგვარად განვითარებული, რომ 80 წლის ადამიანი ჯანმრთელია და შეუძლია იმოგზაუროს და და დატკბეს თავისი ცხოვრებით.

საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის არჩევანი არის ევროპის კავშირი, სინამდვილეში ყველამ ვიცით, რომ ევროპა არის კეთილდღეობა."






Print