სოციალური ვიდეო
"რომ არა საერთაშორისო ფონდები, ჩვენ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ნახევარსაც ვერ გადავარჩენდით" - ცირა მესხიშვილი
"დეზინფორმაციით შეიძლება ჩვენ ყველა დავზარალდეთ,
დეზინფორმაციის ავტორები ყველაზე სენსიტიურ თემებს ეხებიან, ეს არის ენა, მამული სარწმუნოება, კულტურული მემკვიდრეობა.  

ევროკავშირს აქვს ძალიან კარგი პროგრამა, რომელიც აფინანსებს კულტურულ პროექტებს. არტგენი ხომ მოგვწონს? - პირდაპირ ევროკავშირის დაფინანსებულია.
ევროპა ნოსტრა, რომელიც საქართველოში დიდი ხანია მუშაობს, ორიენტირებულია კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებაზე. ვარძიის რესტავრაციაც ევროპა ნოსტრას დამსახურებაა. რომ არა საერთაშორისო ფონდები, ჩვენ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ნახევარსაც ვერ გადავარჩენდით. ჩვენი ბიუჯეტი ვერ მოერეოდა ამას."
- გვიყვება სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის პროფესორი ცირა მესხიშვილი.

საერთაშორისო დაფინანსებით, რა პროექტები ხორციელდება რეგიონში კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების თვალსაზრისით და რა გავლენას ახდენს დეზინფორმაცია საზოგადოებაზე ნახეთ ვიდეოში.






Print