სოციალური ვიდეო
ხარაგაულში, სოფელ სახვლარში NACRES პროექტს ახორციელებს
სახვლარი ერთადერთი დასახლებული ადგილია, რომელიც ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის მიმდებარედ მდებარეობს. წლების წინ, საქართველო-თურქეთთან დამაკავშირებელი სატრანზიტო მნიშვნელობის საერთაშორისო გზა აქ გადიოდა. დღესდღეობით, ადგილობრივები სოფელს ძირითადად, ზაფხულში და შემოდგომაზე სტუმრობენ. სახვლარი გამორჩეულია ბიომრავალფეროვნებით, ულამაზესი ხედებით და ტრადიციული სამზარეულოთი.
Print