სოციალური ვიდეო
მაყვალას, ნანას და ფატმანის „ქონდარა“
გაიცანით 66 წლის მაყვალა, 75 წლის ნანა და 57 წლის ფატმანი სოფელ ჭობისხევიდან. მეგობრებმა ოჯახისთვის სასარგებლო მცენარეების შეგროვება წლების წინ დაიწყეს და ახლა ჰობი ბიზნესად აქციეს.

საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების დახმარებით საკუთარ სახლში მინი საწარმო „ქონდარა“ გახსნეს.

ყოველი დილის 5 საათზე, ზურგჩანთებით და ტომრებით სოფლის კლდისკენ მიდიან. 12 საათამდე მცენარეებს აგროვებენ და სარეალიზაციოდ ამზადებენ.

რამდენიმე წლის წინ, ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ მცენარეების ოჯახისთვის შეგროვება, წარმატებულ ბიზნესად იქცეოდა. მას შემდეგ, რაც საერთაშორისო ორგანიზაციებმა საშრობი აპარატი შეუძინეს ტყლაპის და ჩირის წარმოებაც დაიწყეს. ახლა მიზნად ბიზნესის გაფართოება და პროდუქციის სავაჭრო ობიექტებში შეტანა აქვთ.


სამი ქალის ამბავს გაეცანით ვიდეოში.










Մակվալաի, Նանայի և Ֆաթմանի «Քոնդարան»





Print