სოციალური ვიდეო
"დასახვრეტად გამიყვანეს, ტყვია ამცდა და მკლავში მომხდვა" - გიორგი ჩადუნელის მოგონებები ომიდან
ჯერ კიდევ პატარა ბიჭი იყო, როდესაც პირველად ბრძოლის ველზე მოხვდა. გვიყვება, რომ ბორჯომიდან ომში 60 ადამიანი წაიყვანეს. სიცივე, შიმშილი, გამოუცდელობა და გაურკვევლობა - წინასწარ არ იცოდნენ სად და რა პირობებში მოხვდებოდნენ. სამამულო ომის ვეტერანი გიორგი ჩადუნელი გვიყვება, როგორ გადაურჩა დახვრეტას. იხსენებს სტალინს, ჟუკოვს და ბერიას...

გიორგი ჩადუნელი ახალდაბიდანაა, ჰყავს 2 შვილი, 3 შვილიშვილი და 3 შვილთაშვილი. გიორგი პაპა 25 მაისს, 99 წლის გახდება. იქამდე კი მეორე მსოფლიო ომის დეტალები ჩვენთან ინტერვიუში გაიხსენა.






1945 წლის 9 მაისიდან 78 წელი გავიდა. საქართველოდან სამამულო ომში 700 000 ადამიანი წავიდა, აქედან ნახევარი უკან არ დაბრუნებულა.  

ბორჯომის მუნიციპალიტეტში ორი ვეტერანი, გიორგი ჩადუნელი და ოთარ გელაშვილია დარჩენილი. თუმცა, ოთარ გელაშვილთან ინტერვიუს ჩაწერა ვერ მოხერხდა. 






Print