სოციალური ვიდეო
"ენერგოეფექტურმა ტექნოლოგიებმა ხარჯი ორმაგად შეგვიმცირა" - მაისურაძეების ოჯახი ქვაბისხევიდან
სოფელ ქვაბისხევში, მაისურაძეების ოჯახი ენერგოეფექტური ტექნოლოგიებით სარგებლობს. მაისურაძეებს ენერგოეფექტური ღუმელი და მზის ჰელიო სისტემაზე მომუშავე წყლის გამაცხელებელი 3 წლის წინ გადასცეს. სოციალურად დაუცველ ოჯახს ხარჯი ორმაგად შეუმცირდა.


სამოქალაქო ორგანიზაციებმა, ენერგოეფექტური საშუალებები, ქვაბისხევში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ 11 ოჯახს დაურიგეს. მზის ენერგიის ხარჯზე მათ შეძლეს, რომ შეშა დაეზოგათ და ნაკლები ხე მოეჭრათ.


„მწვანე ბორჯომმა“ და SJMC-მა, პროექტისთვის დაცული ტერიტორიების მოსაზღვრე არაგაზიფიცირებული სოფელი შეარჩიეს. პროექტი, საერთაშორისო მხარდაჭერით, გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მცირე გრანტების პროგრამით განხორციელდა.







Մայսուրաձեներին 3 տարի առաջ էներգիաարդյունավետ վառարան ու արևային ջրատաքացուցիչ են տվել։ Սոցիալապես անապահով ընտանիքի ծախսերը երկու անգամ կրճատվեց։



Print