სოციალური ვიდეო
არ დაუჭიროთ მხარი ანტიკონსტიტუციურ კანონპროექტს – სამცხე-ჯავახეთის საზოგადოებრივი ორგანიზაციების განცხადება
სამცხე-ჯავახეთში მომუშავე, საზოგადოებრივი ორგანიზაციები კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც წარმოადგენს მიზანმიმართულ საბოტაჟს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე – ნათქვამია განცხადებაში, რომლის ერთ-ერთი ხელმომწერიც არის ტელეკომპანია ,,ბორრჯომი''

გთავაზობთ განცხადებას უცვლელად:

"მიგვაჩნია, რომ აღნიშნული კანონპროექტით გათვალისწინებული რეესტრი, რეალურად გასაუქმებელი ორგანიზაციების რეესტრს გულისხმობს, რადგან ამ კანონის მიზანი დამოუკიდებელი მედიის გაჩუმება და სამოქალაქო ორგანიზაციების საქმიანობის შეჩერებაა. შესაბამისად, რუსული კანონის მიღება თავისთავად გულისხმობს იმას, რომ დახმარება ვეღარ გაეწევათ ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს, ქალებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, უმცირესობების ჯგუფებს, სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებულ ადამიანებს, დევნილებს, პატიმრებს, ხანდაზმულებს, რომ აღარ იარსებებს სივრცე, სადაც ადამიანები თავისუფლად აზრის გამოხატვას შეძლებენ, ვეღარ მიაწვდიან ხმას მაღალმთიან სოფლებში მცოხვრებლები შესაბამის უწყებებს.

უცხოური დაფინანსების გარეშე ვერ გადავარჩენდით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს, ვერ დავაგებდით გზებს, ვერ ავაშენებდით სკოლებს და საბავშვო ბაღებს. განუზომელია დონორების როლი სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვისა და თავდაცვის სფეროებშიც, ამიტომ ამ კანონის მიღება ასიათასობით საქართველოში მცხოვრებ ადამიანს დიდ ზიანს მიაყანებს და კიდევ ურფო გაზრდის მიგრაციას.

რუსული კანონის მიღება, ავტომატურად გამოიწვევს საქართველოდან დონორი ორგანიზაციების გადინებას, ერთგვარი იზოლაცია კი, ისე როგორც რუსეთში, საქართველოშიც მოკლავს კრიტიკულ აზრს, თავისუფალ სიტყვას და დემოკრატიას.

მოგიწოდებთ სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტებიდან საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილ მაჟორიტარ დეპუტატებს, არ დაუჭიროთ მხარი ანტიკონსტიტუციურ კანონპროექტს, რომელიც დააბრკოლებს საქართველოს ევროკავშირის წევრობისკენ მიმავალ გზაზე.

გახსოვდეთ, საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულია, რომ (მუხლი 78. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია) „კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში უნდა მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირისა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტერგრაციის უზრუნველსაყოფად“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ხელმომწერი ორგანიზაციები [სია განახლებადია]:

ტელეკომპანია ,,ბორჯომი'' - ეკა ნოზაძე;

ა.ო ,,სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრი'' - მარინა კუპატაძე;

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ახალციხის ოფისის წარმომადგენელი თამუნა უჩიძე;

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის, ახალციხის ოფისის კოორდინატორი - თამარ თუმანიშვილი;

ახალციხის ახალგაზრდული ცენტრი – მაკა სუდაძე;

ახალქალაქის ბიზნეს ცენტრი – მახარე მაცუკატოვი;

Ბავშვთა და მოზარდთა განვითრების ცენტრი – თათეშვილი ელისო

Ახალგაზრდები დემოკრატიული ცვლილებებისთვის-ტიგრან თარზიან

Მეცხრე არხი - მაია იველაშვილი

Სამცხე ჯავახეთის ფერმერთა ასოციაცია “ერთობა”– თამაზ შავაძე

Სბგც კავკასია ახალციხის ოფისი - ზურაბ ყულჯანიშვილი

ააიპ “ღია საზღვრები” და ჯავახეთის საინფორმაციო ცენტრ - რიმა ღარიბიან

სამცხე-ჯავახეთის ქალები მშვიდობიანი საქართველოსთვის”- ნაზელი დემურჩიან

Სამცხე-ჯავახეთის ჟურნალისტთა კავშირი - რუსუდან გვარამაძე

ახალქალაქის ზრდასრულთა განათლების ცენტრი - შორენა თეთვაძე

ასოციაცია ტოლერანტი - ცირა მესხიშვილი

ა(ა)იპ მწვანე გზაჯვარედინი - ქრისტინე მერაბიან

ააიპ მედია სახლი "სამხრეთის კარიბჭე" – გულო კოხოძე

ახალციხის ზრდასრულთა განათლების ცენტრი-თამარ კაპანაძე

"დემოკრატ მესხთა კავშირი" - გიორგი ანდღულაძე.
Print