სოციალური ვიდეო
ევროპის ზამთრის XVII ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს 2025 წელს ბაკურიანი უმასპინძლებს
საქართველოს, როგორც ევროპის ზამთრის XVII ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძელ ქვეყანას ევროპის ოლიმპიური კომიტეტების დროშა გადაეცა.

ევროპის ზამთრის XVI ახალგაზრდული ოლიმპიურ ფესტივალს, იტალია 21-28 იანვარს მასპინძლობდა. ფესტივალში სპორტის 13 სახეობაში, 47 ქვეყნის სპორტსმენებმა მიიღეს მონაწილეობა.

ფესტივალის დახურვა ქალაქ უდინეში გაიმართა. ცერემონიის დასასრულს ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტმა, ევროპის ოლიმპიური კომიტეტების დროშა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერს ოთარ არბოლიშვილს გადასცა.


Print