სოციალური ვიდეო
სათემო რეინჯერებმა, მოსახლეობაში გარემოსდაცვითი ცნობიერების ასამაღლებელი კამპანია დაიწყეს
სათემო რეინჯერებმა, გარემოსდაცვითი ცნობიერების ასამაღლებელი კამპანია დაიწყეს. ერუშეთის ეროვნული პარკის მიმდებარედ მცხოვრებლებს, საინფორმაციო მასალები გადასცეს. ეროვნული პარკების და დაცული ტერიტორიების მნიშვნელობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

მოსახლეობისთვის, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში საინფორმაციო ტურიც მოეწყო. ჩაუტარდათ პრეზენტაცია დაცული ტერიტორიების და ერუშეთის ეროვნული პარკის შესახებ. მონაწილეები გაეცნენ დაცულ ტერიტორიაზე დაშვებულ და აკრძალულ ქმედებებს, მიზნებს და ამოცანებს. ასევე, ეკოტურიზმის განვითარებაში, მათი მონაწილეობის და სარგებლის მიღების გზებს. მოსახლეობა დაინტერესდა, პარკთან თანამშრომლობით და ეკოტურისტული პროდუქტების განვითარებით.

Print