სოციალური ვიდეო
ბორჯომში, აღმაშენებლის N35-ში მრავალბინიანი კორპუსის ფასადის რეაბილიტაცია დასრულდა
ბორჯომში, აღმაშენებლის N35-ში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფასადის რეაბილიტაცია დასრულდა. კორპუსის ფასადი სრულად განახლდა, შეიცვალა სახურავი, აივანი და კარ-ფანჯარა. კორპუსის ფასადთან ერთად, ამავე ქუჩაზე მოეწყო დეკორატიული მოაჯირი. ფასადის რეაბილიტაციის პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან და რეგიონული განვითარების ფონდიდან 739 466 ლარით დაფინანსდა. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია ქალაქის მასშტაბით, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაციას მომავალშიც გეგმავს.

(R)

Print