სოციალური ვიდეო
სათემო რეინჯერები ერუშეთის ეროვნულ პარკში ბიომრავალფეროვნების მონიტორინგში ჩაერთვებიან
სათემო რეინჯერები ერუშეთის ეროვნულ პარკში ბიომრავალფეროვნების მონიტორინგში ჩაერთვებიან.
ბიომრავალფეროვნების კვლევის და ველზე მუშაობის მეთოდებზე, მათ სამდღიანი ტრენინგი ჩაუტარდათ. კონკურსის საფუძველზე, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან შერჩეულია 10 სათემო რეინჯერი.


NACRES, პროექტს "სათემო რეინჯერი", ახალციხისა და ასპინძის მუნიციპალიტეტებში ახორციელებს. მოხალისეები ძირითადად არიან ეკოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტები. ტრენინგები მოიცავდა როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ნაწილს. სათემო რეინჯერები ველზე გავიდნენ და ტყეში ფოტოხაფანგები დაამონტაჟეს.


პროექტს "სათემო რეინჯერი" ახორციელებს NACRES. დაფინანსებულია საქართველოში აშშ-ს საელჩოს ალუმნი საგრანტო პროგრამის ფარგლებში.

Print