სოციალური ვიდეო
კომუნალური სუბსიდირების პროგრამა ბორჯომში (R)
ბორჯომში მცხოვრები ირმა გიკაშვილი ზამთრისთვის უკვე მზადაა. ბორჯომის მუნიციპალიტეტისგან მან კომუნალური სუბსიდირებით ისარგებლა. ერთჯერადი ფულადი დახმარება 150 ლარი მიიღო და საშეშე მერქანი შეიძინა. ირმა გიკაშვილი სხვა სოციალური პროგრამებითაც სარგებლობს.

ბორჯომის მუნიციპალიტეტში, კომუნალური სუბსიდირებით ისარგებლა 651-მა ბენეფიციარმა. მიმდინარე წელს, ბორჯომის ბიუჯეტიდან კომუნალური სუბსიდირებისთვის 97 650 ლარი გაიცა.

Print