სოციალური ვიდეო
ჯომარდობა ერთწლიანი პაუზის შემდეგ
ბორჯომში, მტკვარზე ტურისტები ერთწლიანი პაუზის შემდეგ დაეშვნენ. ბანაკმა „ექსტრემალური ჯომარდობა საქართველოში“, ჯგუფი საქართველოდან მიიღო, თუმცა მასპინძლობენ უცხოელებსაც.

სამმა მეგობარმა, სამი სხვადასხვა ქალაქიდან, ბანაკი სამი წლის წინ დააფუძნა. 2020 წელს შემოსავალი გაუნულდათ.

კომფორტზე და განვითარებაზე პანდემიურ წელსაც იზრუნეს. შეიძინეს ნავები, საცოცი კედელი, პუფები, კინოპროექტორი, მოაწყეს ზიპლაინი.

ამის მიუხედავად, წამოიწყეს ბუნგალოს და კოტეჯების მშენებლობა. აპირებენ ფრენბურთის მოედნის მოწყობას, სალაშქრო ტურების დამატებას. თუმცა, კიდევ ერთ ჩაკეტვას ვეღარ გაუძლებენ.



Print