სოციალური ვიდეო
ოჯახით მთაში
სამსონიძეების ოჯახი, ზაფხულს კოდიანის მთაზე ატარებს. მთა, საკირიდან დაახლოებით 8 კილომეტრში მდებარეობს. აქ საკირის მცხოვრებლები ზაფხულს ატარებენ. კორონავირუსის პანდემიას სამსონიძეების ოჯახი, ბარიდან მთაში გაექცა. სამ შვილთან ერთად, ოთხ თვეს მთაში გაატარებს.  თავს ოთხფეხა პირუტყვის მოვლით ირჩენს. რძისგან ყველს და არაჟანს ამზადებენ, შემოდგომამდე მთაში დარჩებიან და უკან ოქტომბერში დაბრუნდებიან. 




Print