სოციალური ვიდეო
საკირლების საზაფხულო თავშესაფარი კოდიანზე
ბორჯომიდან 31 კილომეტრი უნდა გაიაროთ და სოფ. საკირის გავლით „კოდიანის“ მთაზე მოხვდებით. აქ ატარებს საკირის მოსახლეობის ნაწილი ზაფხულის ცხელ დღეებს.


20 ოჯახი, მაისის ბოლოს ბარგს ჩაალაგებს, მსხვილფეხა პირუტყვს გაირეკავს და 4-5 თვით მთას მიაშურებს. მთის დროებითი ბინადრები ამბობენ, რომ თავს "კოდიანზე" უსაფრთხოდ გრძნობენ. კორონავირუსის გავრცელების რისკი აქ მინიმუმამდეა დაყვანილი. კოდიანზე მიდიან ოჯახებით და ცხოვრობენ ერთი დიდი ოჯახივით.






სექტემბერში, გაზაფხულზე უკვე შეგროვებულ და მთაში ატანილ ნივთებს, კიდევ ერთხელ შეაგროვებენ, ბარგს ჩაალაგებენ, მანქანას დატვირთავენ, პირუტყვს გაირეკავენ, ხის საცხოვრებლის კარს ჩაკეტავენ და კოდიანს მომავალ ზაფხულამდე დაემშვიდობებიან.

Print