სოციალური ვიდეო
ფოტოხაფანგების დამონტაჟება/ახსნა - სათემო რეინჯერები საველე მონიტორინგში ჩაერთვნენ
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში, სათემო რეინჯერებმა ფოტოხაფანგები დაამონტაჟეს. გარდა ფოტოხაფანგებისა, ცხოველების მონიტორინგისათვის ისინი იყენებენ კვალის აღრიცხვის მეთოდს.

15-მდე სათემო რეინჯერმა დამონტაჟებული ფოტოხაფანგებიც ახსნა და შეამოწმა. ფოტოხაფანგების მიერ გადაღებული 3000-მდე ფოტო და ვიდეო მასალა გაანალიზეს და დაახარისხეს. ფოტოხაფანგების ობიექტივში, ეროვნული პარკის ფაუნის ყველა წარმომადგენელი მოხვდა.

სათემო რეინჯერების მიერ ფოტოხაფანგებით მონიტორინგი გრძელდება ეროვნულ პარკში.





პროექტს "ბიომრავალფეროვნების კონსერვაცია თემზე დაფუძნებული მონიტორინგის სისტემის დანერგვის გზით", ახორციელებს NACRES, ევროპის ფონდის დაფინანსებით, შვედეთის საერთაშორისო განვითარების გრანტის ფარგლებში.

Print