სოციალური ვიდეო
კაცები ქალების კოოპერატივში
სოფელ დაბაში, ექვსი წლის წინ, ქალებმა კოოპერატივი შექმნეს. მიწაზე მათ მარწყვი და ჟოლო მოჰყავთ. კაცები კოოპერატივში მხოლოდ აუცილებელი საჭიროების გამო დაუშვეს.

კოოპერატივში 15 წევრია, რვა ქალი და შვიდი კაცია. კენკრას ერთად ჰყიდიან და კოოპერატივის ბიუჯეტსაც ერთად ავსებენ. პანდემიას ხელი არ შეუშლია კენკრის რეალიზაციაში, თუმცა, შეაფერხა ბიზნესის განვითარება. 


Print