სოციალური ვიდეო
ბორჯომში სათემო რეინჯერები ბიომრავალფეროვნების მონიტორინგში ერთვებიან
პროექტის ფარგლებში შერჩეულ სათემო რეინჯერებს ტრენინგი ჩაუტარდათ. 15-მდე მოხალისე გაეცნო დაცული ტერიტორიების სისტემას და ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის სპეციფიკას. სწავლება მოიცავდა როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ნაწილს.

მოხალისეები ასევე ჩაერთვებიან, მოსახლეობასა და ეროვნული პარკის ადმინისტრაციას შორის კომუნიკაციაშიც. მონაწილეობას მიიღებენ გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების კამპანიაშიც.





პროექტს "ბიომრავალფეროვნების კონსერვაცია თემზე დაფუძნებული მონიტორინგის სისტემის დანერგვის გზით", ახორციელებს NACRES, ევროპის ფონდის დაფინანსებით, შვედეთის საერთაშორისო განვითარების გრანტის ფარგლებში.


Print