სოციალური ვიდეო
ბორჯომში კოსტავას სახელობის ბაღს და მოედანს რეაბილიტაცია ჩაუტარდება
კოსტავას სახელობის მოედნის განახლება სავარაუდოდ წელს დასრულდება. საავტომობილო გზაზე მოეწობა ქვაფენილი, ასევე რეაბილიტაცია ჩაუტარდება ფეხით სავალ ნაწილს, მოეწობა დასასვენებელი სივრცე, დეკორატიული განათებებითა და გამწვანებით. მოედანზე განთავსებულია ორი შენობა რომლის ფასადების და სახურავების სრული რეაბილიტაციაა დაგეგმილი.

კოსტავას სახელობის ბაღის რეაბილიტაციის დასრულება კი 2022 წელს იგეგმება. მოეწყობა დასასვენებელი და გასართობი სივრცეები. ტერიტორიაზე იქნება კაფე, საბავშვო გასართობი ატრაქციონები, ჭადრაკის დაფა, ღია კინოთეატრი, შადრევნები, დეკორატიული განათება.

ორივე პროექტზე, ცენტრალური ბიუჯეტიდან 5 000 000 ლარამდე დაიხარჯება.

(R)

Print