სოციალური ვიდეო
ბორჯომში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ბორჯომში, რუსთაველის ქუჩის N51, N51ა და N53-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამივე შენობა აგურის და ლითონის დეკორატიული დეტალებით მოპირკეთდება. ლითონის აივნები მინის მოაჯირით შეიცვლება. სამუშაოებს შპს „ბესთ ბილდ გრუპი“ ასრულებს. ფასადების რეაბილიტაციისთვის 679 086 ლარი დაიხარჯება. (R)
Print