სოციალური ვიდეო
სალონი-საცხობი "ჰაიკანუშ" ტაბაწყურში
ტაბაწყურში მცხოვრები ჰაიკანუშ სანდაძე ერთდროულად რამდენიმე პროფესიას ითავსებს. სოფლის ცენტრში მდებარე სილამაზის სალონი ერთადერთია მაღალმთიან ზონაში და მას ოთხი სოფლის მოსახლეობა აკითხავს. 24 წლის ახალგაზრდა, ტორტებსაც აცხობს. ჯერ კიდევ ოთხი წლის წინ, საკუთარ საცხოვრებელ სახლში მოაწყო სალონიც და საცხობიც. არის როგორც სტილისტი, ასევე მცხობელი. ორივე ბიზნესი, მისთვის შემოსავლის წყაროა.
Print