სოციალური ვიდეო
კოვიდის სიმპტომები და მკურნალობა დიაგნოზის გარეშე
მხითარ უნანიანი ვარაუდობს, რომ კორონავირუსი გადაიტანა. COVID 19-ზე ტესტი არ გაუკეთებია, ჭიხარულაში ამის შესაძლებლობა არ არის, ახალქალაქში არ შეუთავაზებიათ. ზამთარში, ბორჯომის ჩაკეტილ სოფლებს, ახალქალაქის სასწრაფო სამედიცინო სამსახური უწევს დახმარებას.

უნანიანების ოჯახი, მაღალმთიანი სოფლის სხვა მცხოვრებლების მსგავსად, ზამთრის იზოლაციისთვის მომზადებული იყო. პანდემიის და უგზოობის გამო, პროდუქტი ქილებში მოიმარაგეს.

Print