სოციალური ვიდეო
ბორჯომში ახალი სკვერი მოეწყობა (R)
ბორჯომში, ინფრასტრუქტურული პროექტები გრძელდება. სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს №1 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე. მოეწყობა სკვერი. ტერიტორია გამწვანებული და კეთილმოწყობილი იქნება. სამუშაო პროცესს თვითმმართველობის წარმომადგენლები გაეცნენ.

ახალი სკვერი, რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით მოეწყობა. სამუშაოები სამ თვეში დასრულდება და მასზე 717 000 ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს შპს “არბა” აწარმოებს.

Print